საზრიანთა კონკურსის ფინალისტები
საზრიანთა კონკურსი დაიწყო!
რეიტინგული სიები - 2020 წლის გაზაფხულის სეზონი
ტესტების კრებული
საუკეთესო სადამრიგებლო კლასები
ფინალური ტურის ტესტების ნიმუშები
ოლიმპიადის საფასურის გადახდა
ვებინარები გამარჯვებული მოსწავლეებისთვის
ფინალური ტური გაიმართება ონლაინ!
ფინალური ტურის თარიღის ცვლილება
3 აპრილი, 2020

2020 წლის 21 მარტს ვუნდერკინდის ქართული ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების ფინალური ტური ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.

„ვუნდერკინდი“ ავლენს საქართველოს 11 ქალაქის თითოეული საკლასო კატეგორიის გამარჯვებულებს. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ზუგდიდი, ფოთი, ზესტაფონი-ჭიათურა, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი.


ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვინაიდან, ნაცვლად საგამოცდო ცენტრებისა, ფინალური ტური ონლაინ გაიმართა, ოლიმპიადის ფორმატს ემატება მესამე ტური - სუპერფინალი, რომელშიც მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა უნდა დაადასტურონ და ქალაქის გამარჯვებულის სტატუსი ღირსეულად დაიმსახურონ.

რეიტინგული სიების მიხედვით, გამოვლინდნენ სუპერფინალში გადასული მონაწილეები - თითოეული ქალაქისა და საკლასო კატეგორიის საუკეთესო სამი ქულის მქონე მოსწავლეები (საუკეთესო სამი ქულა გულისხმობს ამ ქალაქსა და კლასში დაფიქსირებული ქულებიდან საუკეთესო სამ ქულას და სუპერფინალში გადადიან ამ ქულების მქონე მონაწილეები).

სუპერფინალი გაიმართება საგამოცდო ცენტრებში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების დასტაბილურების შემდგომ და სუპერფინალში გადასულ მოსწავლეებს, თარიღი და დრო ეცნობებათ მათ მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე შეტყობინების დაგზავნის გზით.


იხილეთ რეიტინგული სიები:

ქართული ენა

ინგლისური ენა

მათემატიკა


„ვუნდერკინდი“ გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!