საზრიანთა კონკურსის ფინალისტები
საზრიანთა კონკურსი დაიწყო!
რეიტინგული სიები - 2020 წლის გაზაფხულის სეზონი
ტესტების კრებული
საუკეთესო სადამრიგებლო კლასები
ფინალური ტურის ტესტების ნიმუშები
ოლიმპიადის საფასურის გადახდა
ვებინარები გამარჯვებული მოსწავლეებისთვის
ფინალური ტური გაიმართება ონლაინ!
ფინალური ტურის თარიღის ცვლილება
7 აპრილი, 2020

თუ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეგიძლია, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა:

ერთადერთი რამ, რაზეც ვბრაზდებით იმის გამო, რომ მან მისი სამუშაო კარგად შეასრულა, არის იქსი“. გი იმისთვის შეიქმნა, რომ საწოლიდან ჩვენი დროულად ადგომა უზრუნველყოს, რათა არ დააგვიანონ ბავშვებმა სკოლაში, მშობლებმა კი სამსახურში. დაასახელეთ, რა არის შეცვლილი იქსით“.

ა) ბალიში               ბ) მაღვიძარა                    გ) წყალი

 

საზრიანთა კონკურსი „ვუნდერკინდის“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველაზე გონიერი მოსწავლეების გამოვლენას და წახალისებას.

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით ნებისმიერი მოსწავლეს შეუძლია.

 

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

I ეტაპი გაიმართება ონლაინ, 7 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით და მასში მონაწილეობის მიღება ინტერნეტის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. I ტურის შედეგების მიხედვით, ფორმირდება რეიტინგული სია და ყველა ის მოსწავლე, რომელსაც თავის საკლასო კატეგორიაში დაფიქსირებული საუკეთესო სამი ქულიდან რომელიმე ექნება, გადავა II ეტაპზე. II ეტაპი საგამოცდო ცენტრებში, ივნისის თვეში გაიმართება, ქვეყანაში შექმნილი ვითარების დასტაბილურების შემდეგ.

 

პირველი ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა:

ონლაინ სერტიფიკატი, რომელიც ტესტირების დასრულებისთანავე, დეტალური შედეგების ნახვისას შეუძლია ჩამოტვირთოს ან ფეისბუქზე გააზიაროს;

40%-იანი ფასდაკლება ვუნდერკინდის ტესტების კრებულზე - 20 ლარის ნაცვლად, 12 ლარად შეიძენთ ტესტების კრებულს, მიტანის სერვისის დამატებით;

 

მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს და გადასახდელად უნდა ეწვიოთ ბმულს: https://wunder.ge/gadaxda

II ეტაპის შედეგად გამოვლინდებიან გამარჯვებულები (თითოეულ საკლასო კატეგორიაში ერთი), რომელთაც სპეციალური დიპლომი, წამახალისებელი პრიზი და „ყველაზე საზრიანის“ თასი გადაეცემათ, მათი სახელისა და გვარის წარწერით.


ტესტების ნიმუშები


 

დარეგისტრირდი დღესვე