ოლიმპიადა

ვუნდერკინდის ოლიმპიადა დაარსებულია საქართველოში, ლიეტუასა და ესტონეთში მოღვაწე განათლების ექსპერტების ინიციატივით. ორგანიზაცია ვუნდერკინდი ატარებს სასკოლო-საგნობრივ ოლიმპიადებს 3 საგანში: ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის, მოსწავლემ უნდა გაიაროს მარტივი უფასო რეგისტრაცია ჩვენს ვებ-გვერდზე www.wunder.ge.

ვუნდერკინდის ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად:
I ტური - ონლაინ ტესტირება;
II ტური - საგამოცდო ცენტრში;

ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართება 11 საგამოცდო ცენტრში, შემდეგ ქალაქებში:
თბილისი
ბათუმი
ქუთაისი
ზუგდიდი
რუსთავი
გორი
თელავი
ქობულეთი
ზესტაფონი
ხაშური
ფოთი

ოლიმპიადის I ტური უფასოა და მოსწავლეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, არასტრესულ გარემოში გაიაროს ტესტირება ონლაინ.
I ტური იმართება 3 თებერვლიდან - 23 თებერვლის ჩათვლით.
II ტური გაიმართება საგამოცდო ცენტრში 7 მარტს.

I ონლაინ ტურის ყველა მონაწილე მიიღებს ინოვაციურ, ონლაინ სერტიფიკატს.
II ტურის შედეგებიდან გამომდინარე გამოვლინდებიან საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც საკუთარი ქალაქის გამარჯვებულის ტიტულს დაიმსახურებენ. ასევე, მეორე ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა ხარისხის დიპლომი, მიღებული ქულის შესაბამისად.

ვუნდერკინდის ოლიმპიადის ტესტირება
საერთაშორისო სტანდარტით შედგენილი ტესტი;
უნიკალური ტესტი, რომელიც გასწავლის, გაფასებს და გახალისებს;
ტესტი, რომელიც მოსწავლეს აძლევს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ ზოგად განათლებას;
არასტანდარტული და ორიგინალური ტესტის სტრუქტურა;