ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანია ვუნდერკინდი არის საგნმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც გეგმავს სასკოლო-საგნოვრივი ოლიმპიადების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ოლიმპიადა ვუნდერკინდი შექმნილია საქართველოში, ლიეტუასა და ესტონეთში მოღვაწე განათლების ექსპერტების ინიციატივით. ევროპელმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება, ცოდნა, სწავლების თანამედროვე მეთოდები და  მიდგომები.

ვუნდერკინდის ოლიმპიადაში მონაწილეობა

v  ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები  მთელი საქართველოს მასშტაბით;

v  ოლიმპიადა ჩატარდება სამ საგანში: მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებში;

v  მოსწავლეებს უფასო რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.wunder.ge ;

v  ოლიმპიადა არის ორ ტურიანი;

v  I უფასო ტური გაიმართება ონლაინ სივრცეში - 3 თებერვლიდან - 5 მარტამდე ჩათვლით;

v  II ტური გაიმართება საგამოცდო ცენტრში;

ვუნდერკინდის ოლიმპიადის ტესტი

Ø  უნიკალური ტესტი, რომელიც გასწავლის, გაფასებს და გახალისებს;

Ø  საერთაშორისო სტანდარტით შედგენილი ტესტი;

Ø  ტესტი, რომელიც მოსწავლეს აძლევს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, არამედ ზოგად განათლებას;

Ø  არასტანდარტული და ორიგინალური ტესტის სტრუქტურა;

რატომ ვუნდერკინდი?

v  მოსწავლეზე მორგებული საგამოცდო გარემო და დრო - ოლიმპიადის პირველი უფასო ტურის გავლა მოსწავლეს შეეძლება სახლიდან გაუსვლელად, სასურველ დროს;

v  მარტივი უფასო რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.wunder.ge ;

v  გამოცდილება - II ტურში ტესტთან დამოუკიდებლად მუშაობა საგამოცდო სივრცეში;

v  ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - ონლაინ სერტიფიკატი I უფასო ტურის მონაწილეებისთვის და II ტურის დიპლომი;

v  სერტიფიკატები პედაგოგებს II ტურში საკუთარი მოსწავლეების აქტივობიდან და შედეგებიდან გამომდინარე;

v  ქალაქის გამარჯვებულების გამოვლენა;

კომპანიის მიზანი

Ø  მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება სწავლისადმი;

Ø  საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი ტესტის მიწოდება, რომელიც მორგებულია ეროვნულ სასწავლო პროგრამას;

Ø  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეებისთვის კომფორტული საგამოცდო გარემოს შექმნა, რომ უკეთ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები;

Ø  კომპანიის მიზანია ვუნდერკინდების აღმოჩენა საქართველოში;