წესდება

I - ვუნდერკინდის ოლიმპიადების ჩატარების წესები და პირობები

მუხლი 1. წესდება

1.1 ამ წედებით განისაზღვრება შპს „ვუნდერკინდის“ ოლიმპიადების ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე ოლიმპიადების მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხები, რომლებზეც ყოველი მონაწილე ავტომატურად თანხმობას აცხადებს რეგისტრაციის მომენტიდან.

1.2. შპს "ვუნდერკინდის" ორგანიზებული ოლიმპიადები მიზნად ისახავს სწავლისადმი ინტერესის სხვადასხვა მეთოდებით გაღვივებას; ობიექტური და გამჭვრივალე შეფასების სისტემით საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოსწავლეების გამოვლენასა და დაფასებას; მოსწავლეთათვის სხვადასხვა საჭირო უნარების ადრეულ ასაკშივე განვითარების ხელშეწყობას.

 

მუხლი 2. ადმინისტრირება

2.1 "ვუნდერკინდს" შემუშავებული აქვს პასუხების ფურცლების გასწორების ელექტრონული სისტემა, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცდომის ალბათობას.

2.2 ოლიმპიადა ტარდება ორ ეტაპად.

2.3 ოლიმპიადის პირველი ტური ტარდება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ტექნიკურ მოწყობილობასთან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტესტირების გავლა www.wunder.ge-ზე.

2.4 ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, მონაწილემ უნდა გადალახოს პირველი ტურის ქულათა ბარიერი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეძლევა პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნებისას.

2.5 ოლიმპიადის მეორე ანუ ფინალური ტური ტარდება საგამოცდო ცენტრებში, ტესტირების მეშვეობით. ტესტების კონფიდენციალურობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე.

2.6 ოლიმპიადის ყოველ ტურზე თითოეული მონაწილის ტესტური ნაშრომი დაშიფრულია ინდივიდუალური სისტემით, რაც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალურობას 

2.7 ტესტირება, ოლიმპიადის ფინალური ტურის შესაბამისად, ქალაქებში ტარდება თითოეული საკლასო კატეგორიისთვის ერთდროულად (მაგ. მთელ საქართველოში ყველა მეორე კლასელს ერთდროულად და სხვ.) 

2.8 თითოეული ტურის ტესტირების შედეგები ქვეყნდება ოლიმპიადიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

2.9 მონაწილეს შედეგების გასაჩივრება შეუძლია შედეგების გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ვუნდერკინდის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: contact@wunder.ge-ზე დასაბუთებული საჩივრის გადმოგზავნის მეშვეობით. ამ მუხლში გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში, საჩივარი არ განიხილება.

 

მუხლი 3. ოლიმპიადების ჩატარების სტრუქტურა

3.1 „ვუნდერკინდი“ ორგანიზებას უწევს სამ საგნობრივ ოლიმპიადას: მათემატიკაში, ინგლისურსა და ქართულ ენებში, სასწავლო წელიწადში ორჯერ: გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში. ასევე, “ვუნდერკინდი” აორგანიზებს სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო ოლიმპიადას პროექტების ფარგლებში, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.wunder.ge, პროექტთან ერთად.

3.2 თითოეული საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად: I ტური და II ტური (ფინალი). (გამარჯვებულის გამოვლენის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს სუპერფინალის ჩატარება).

3.3 ოლიმპიადის პირველი ონლაინ ტურის ტესტირების ხანგრძლივობაა 40 წუთი, ხოლო მეორე ტურის - 1 საათი.

3.4 ოლიმპიადის ჩატარების განრიგი (საკლასო კატეგორიების მიხედვით) ქვეყნდება ოლიმპიადის ჩატარებამდე 1 კვირის განმავლობაში, ვებ-გვერდზე www.wunder.ge.




მუხლი 4. რეგისტრაცია და ოლიმპიადაში მონაწილეობა

4.1 ოლიმპიადა ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI და VII კლასის მოსწავლეთათვის.

4.2. მათემატიკის ოლიმპიადაზე, მათემატიკური პროფილის მქონე სკოლების (თბილისის N199, N42, ქუთაისის N41, ბათუმის N6) მე-7 კლასის მოსწავლეებს მონაწილეობა მხოლოდ კონკურსგარეშედ შეუძლიათ.

4.3 ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია "ვუნდერკინდის" ვებ-გვერდზე: www.wunder.ge

4.4 რეგისტრაციის მონაწილე უთითებს საკუთარ პირადობის ნომერს, რომლის წარდგენაც აუცილებელია ყველა ტურზე.

4.5 სამივე საგნობრივი ოლიმპიადის (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა) პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა;

4.6 სამივე საგნობრივი ოლიმპიადის (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა) მეორე ტურში მონაწილეობა ფასიანია და თითოეული მათგანის საფასური შეადგენს 18 ლარს;

4.7 ამ მუხლის 4.6. პუნქტში მითითებული საფასურის გადახდის საშუალებები მოცემულია ამ ბმულზე.

 

მუხლი 5. წარმატებული და გამარჯვებული მონაწილეები

5.1. "ვუნდერკინდის" თითოეული საგნობრივი ოლიმპიადის, თითოეული საგამოცდო ცენტრის, თითოეული საკლასო კატეგორიის გამარჯვებული ვლინდება მეორე ტურში (ფინალში) დაფიქსირებული შედეგის საფუძველზე. თუკი კონკრეტულ საკლასო კატეგორიაში საუკეთესო ქულა დაფიქსირებული აქვს ერთზე მეტ მონაწილეს, გამარჯვებულის გამოსავლენად ტარდება სუპერფინალი, გამარჯვებულის გამოვლენამდე.

5.2. გამარჯვებულებს გადაეცემათ წამახალისებელი პრიზები და საკუთარი ქალაქის ვუნდერკინდის ტიტული.

5.3. "ვუნდერკინდის" წარმატებულ მონაწილეებს, ფინალურ ტურში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, გადაეცემათ სერტიფიკატი ან დიპლომი.



II - ვუნდერკინდის რეგიონული ჩემპიონატის ჩატარების წესები და პირობები

მუხლი 6. რეგიონული ჩემპიონატის ჩატარების სტრუქტურა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი

6.2  რეგიონული ჩემპიონატი იმართება სამ საგანში: მათემატიკა;  ინგლისური ენა; ქართულ ენა; 

6.2. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ მე-2-დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. ჩემპიონატში ჩართულია 8 ნაკრები მთელი საქართველოს მასშტაბით:
აჭარა; იმერეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი; ქართლ-კახეთი; თბილისი, ვაკე-საბურთალო და მთაწმინდა-კრწანისი; თბილისი, ისანი სამგორი; თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი და ძველი თბილისი;
თბილისი, გლდანი-ნაძალადევი;

6.3.  ჩემპიონატი ტარდება 3 ეტაპად:.

6.3.1.      რეგიონული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი - კანდიდატების შერჩევა რეგიონული ნაკრებისთვის საქართველოს მასშტაბით 7 რეგიონში. რეგიონიდან, საგნიდან, კლასიდან საუკეთესო ქულის მქონე 5 მოსწავლე მოიპოვებს თავისი  რეგიონის გუნდურ ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობას. 

6.3.2.      რეგიონული ჩემპიონატის მეორე ეტაპი - ჩამოყალიბებული ნაკრები ეჯიბრება სხვა რეგიონის ნაკრებებს შემდეგნაირად:

6.3.2.1.                        შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლენილი თითოეული ნაკრების კლასის ტოპ 5 მონაწილეს შორის, მეორე ეტაპის ტესტირების შედეგად, ვლინდება 1 საუკეთესო ქულის მქონე მონაწილე, რომელიც რჩება თავისი რეგიონის ნაკრებში.

6.3.2.2.                        თითოეული ნაკრებისთვის, დაითვლება ამ ნაკრების საკლასო კატეგორიების საუკეთესო ქულის მქონე თითო მონაწილის მეორე ეტაპის ქულების საშუალო არითმეტიკული (მაგ. დაჯამდება აჭარის მე-2, მე-3, მე-4, მე-5. მე-6 და მე-7 კლასელი საუკეთესო ქულის მქონე 1 მონაწილის მეორე ეტაპის ქულა და გაიყოფა მათ რაოდენობაზე (საშუალო არითმეტიკული)

6.3.3.      რეგიონული ჩემპიონატის ფინალური საფეხური - თითოეული საგნის საუკეთესო ქულის მქონე 3 ნაკრები მიემგზავრება ერთ-ერთ კურორტზე სასტუმროში, სადაც ხდება მათი მომზადება ფინალისთვის. დიდი ფინალი გაიმართება ადგილზე და გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი ნაკრები.

6.4. რეგიონული ჩემპიონატის შესარჩევი ტურის, ასევე ჩემპიონატის პირველი საფეხურის ტესტირების ხანგრძლიბობაა 1 საათი

6.5. რეგიონული ჩემპიონატის ჩატარების განრიგი (საკლასო კატეგორიების მიხედვით) ქვეყნდება ოლიმპიადის ჩატარებამდე 1 კვირის განმავლობაში, ვებ-გვერდზე www.wunder.ge

 

 

III - საფასურის გადახდა და თანხის დაბრუნება

მუხლი 7. მონაწილეობის საფასურის გადახდის წესი

7.1. ფასიან ტურში მონაწილეობის საფასურის გადახდა წარმოებს ოლიმპიადის, ჩემპიონატისა თუ სხვა ნებისმიერი პროექტის გამოქვეყნებულ ჩატარების თარიღამდე;

7.2. მონაწილის საფასურის გადახდის საშუალებები მოცემულია ბმულზე: https://wunder.ge/gadaxda. გადახდოსას აუცილებელია მონაწილის კოდის მითითება, რომელიც გამოყენებულია ამ მონაწილის რეგისტრაციის დროს;

7.3. მონაწილის მიერ თანხის არასწორ კოდზე, ან არასწორ ანგარიშზე შეტანაზე არ არის პასუხისმგებელი „ვუნდერკინდი“.

 

მუხლი 8. თანხის დაბრუნების წესი

8.1. „ვუნდერკინდი“ იღებს ვალდებულებას დააბრუნოს მის ანგარიშზე ჩარიცხული მხოლოდ ის თანხები, რომლებიც არ იყო განკუთვნილი „ვუნდერკინდის“ არც ერთი ჩატარებული, მიმდინარე, თუ მომავალი პროექტისათვის (ოლიმპიადა, ჩემპიონატი და სხვ.) და ამის შესახებ, თანხის ჩამრიცხველი გამოაგზავნის ოფიციალურ წერილს ელ-ფოსტაზე contact@wunder.ge; თანხის დაბრუნება იწარმოებს ოფიციალური წერილის მიღებიდან 2 კალენდარული თვის განმავლობაში.

8.2. „ვუნდერკინდი“ არ არის ვალდებული აანაზღაუროს ის თანხები, რომლებიც ჩარიცხულია „ვუნდერკინდის“ რომელიმე ფასიან ტურში მონაწილეობისათვის, იმის მიუხედავად, გამოცხადდა თუ არა ის მონაწილე ამ ფასიან ტურზე.